Accentnews.ge
მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და მეორე კოლეგიის თავმჯდომარე გახდა

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და მეორე კოლეგიის თავმჯდომარე გახდა

02/12/2021 15:19:19 სამართალი

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დეპუტატი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი გიორგი თევდორაშვილი გახდა.

22 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) კობახიძის მიმართ დისციპლუნური წარმოების დაწყება მოითხოვა. გარდა ამისა, ორგანიზაციამ შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციოს და საქმეზე ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ კობახიძის აცილება მოითხოვა.შუამდგომლობის საფუძველი გახდა 2020 წლის 12 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული, სავარაუდოდ სუს-ის მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერები, რომელთა შორისა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს შორის გამართული საუბრის ჩანაწერის კრებსი.

GDI-ს ცნობით, „ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოსამართლე მანანა კობახიძეს მიმდინარე საქმეზე ჰქონდა კომუნიკაცია საქმის შედეგით დაინტერესებულ გარეშე პირთან. სავარაუდოდ, გამოთქვა საკუთარი, წინასწარ განსაზღვრული პოზიცია და განაცხადა, რომ ის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მოსაზრებას იზიარებდა“. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ კობახიძემ, „სავარაუდოდ, ერთგვარი იურიდიული კონსულტაცია გაუწია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს და ურჩია, რომ საკუთარი აზრის ოფიციალურად დაფიქსირებისთვის შესაძლებელი იყო მისი მხრიდან „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრების სასამართლოში წარდგენა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S