Accentnews.ge
საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

03/12/2021 06:17:10 სამართალი

საქალაქო სასამართლოსთან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ორი პირი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული, ერთი კი სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ახალციხეში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის:საქმე ეხება 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად გამართულ მხარდამჭერ აქციას, რასაც პოლიციელებსა და მხარდამჭერებს შორის მწვავე დაპირისპირება და დაკავება მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S