Accentnews.ge
ჯაფარიძის პარტიას  შემოსავლების უკანონოდ მიღებასა და დამალვას ედავებიან

ჯაფარიძის პარტიას შემოსავლების უკანონოდ მიღებასა და დამალვას ედავებიან

03/12/2021 09:29:00 პოლიტიკა, სამართალი

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სასამართლო პარტიას შემოსავლების უკანონოდ მიღებასა და დამალვას ედავება.

ჯაფარიძის განცხადებით, პარტიას, რომელიც "ფანდრაიზინგის" პრინციპით, მხარდამჭერთა შემოწირულებებით არსებობს, სასამართლო მიღებულ შემოსავალზე სამჯერ მეტის, ჯამში 143 000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ავალდებულებს.

სასამართლო პარტიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლით ედავება.

პარტიის ლიდერის განცხადებით, მას ცოტა ხნის წინ შეუჩერდა Paypal-ის ანგარიშიც, რათა პარტიამ საზღვარგარეთიდან არ მიიღოს დაფინანსება. ეს ყველაფერი კი, ჯაფარიძის თქმით, იმ ფონზე ხდება, როცა ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ასობით მილიონს კანონიერი თუ უკანონო გზებით ხარჯავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S