Accentnews.ge
მწვანე სივრცის დასაცავად გამართულ აქციაზე ოთხი პირი დააკავეს

მწვანე სივრცის დასაცავად გამართულ აქციაზე ოთხი პირი დააკავეს

03/12/2021 10:32:50 სამართალი

თბილისში, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის #14-თან, მწვანე სივრცის დასაცავად გამართული აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

ამ დროისათვის, აქცია დასრულებულია.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა, რომ ტერიტორიიდან გავა სამშენებლო ავტომობილი, შემდეგ კი შედგება შეხვედრა ადგილობრივების საინიციატივო ჯგუფსა და ფედერაციას შორის.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ფეხბურთის სტადიონს, რომლის მშენებლობაც დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან იგეგმება, ადგილმდებარეობა შეეცვალოს.

აქცია დიდ დიღომში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 3 დეკემბერს, ტერიტორიის შემოსაღობად და მშენებლობის მოსამზადებლად რკინის მასალები მიიტანეს.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დემეტრე თავდადებულის ქუჩის 14 ნომერთან მდებარე მწვანე სივრცე სტადიონის ასაშენებლად ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, 2020 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. მას შემდეგ ადგილობრივებმა არაერთი აქცია გამართეს.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერიტორიაზე დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედნის მშენებლობა, განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამა „ფორვარდის“ თანადაფინანსებით განხორციელდება. 2020 წლის აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციით, სტადიონის მშენებლობა, რომელიც ამ დრომდე პროტესტის გამო ვერ იწყება, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.

სადაო ფართობის ზომა 10 589.0 კვადრატული მეტრია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S