ინტერპოლმა რუსეთს კადიროვის კრიტიკოსზე ძებნის გამოცხადებაზე უარი უთხრა

03-12-2021 20:37:21 კავკასია

ინტერპოლმა უარი უთხრა რუსეთს, ძებნა გამოეცხადებინა ჩეჩენ ოპოზიციონერ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვზე. საუბარია ჩეჩნეთიდან დევნილ ბლოგერზე, რომელიც სისტემატურად აკრიტიკებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერს რამზან კადიროვს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო.

საიტ „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, რუსეთში აბდურახმანოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების გამო.

ინტერპოლის უარზე თავად აბდურახმანოვმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მრავალთვიანი განხილვის შემდეგ, ინტერპოლმა კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია მასზე ძებნის გამოცხადება:

„როდესაც ინტერპოლი, ჰააგის ტრიბუნალი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, აცხადებენ, რომ შენ, უბრალო ადამიანი უგებ საქმეს მთელ ქვეყანას; როცა ორგანიზაცია აცხადებს, რომ მთელი ქვეყანა, და არა შენ, პატარა ადამიანი, - არღვევს კონსტიტუციას, - ეს ძალიან დიდი მოვლენაა“.

გასულ წლის თებერვლაში ტუმსო აბდურაჰმანოვზე შვედეთში თავდასხმა განხორციელდა. დანაშაული კადიროვის ბრძანებით ჩაიდინა რუსეთის მოქალაქე რუსლან მამაევმა, რომელსაც შვედეთში ასამართლებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები