Accentnews.ge
ტყვეობიდან გათავისუფლებული ჯანელიძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

ტყვეობიდან გათავისუფლებული ჯანელიძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

03/12/2021 17:46:54 კონფლიქტები

უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებული მალხაზ ჯანელიძე მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

„რუსეთში მივდიოდი სამუშაოდ და ჯავასთან ახლოს დამაკავეს. ღობეზე გადავძვერი, ცხინვალამდე ფეხით ვიარე, ცხინვალიდან მანქანით ჯავამდე ჩავედი, იქიდან რუსეთისკენ ისევ ფეხით წავედი და მალევე დამაკავეს. 29 დეკემბერს გადავძვერი და პირველში დამაკავეს. ჯერ ჯავის ციხეში ვიყავი. იქ პოლიციელებმა მცემეს. შემდეგ ცხინვალში მესაზღვრეების იზოლატორში მცემეს, თავში და კეფაში მირტყამდნენ. მეც მინდოდა დამერტყა, მაგრამ „სროკს" ავიკიდებდი და თავი შევიკავე. არც სასამართლო გამართულა და არც ჯარიმა გადამიხდია ისე გამათავისუფლეს. რუსეთის ოფიციალურ საზღვარზე იმიტომ არ გადავედი, რომ დეპორტაცია მაქვს, ამიტომ ამ გზით წავედი. მეგონა აქედან შევიდოდი", - თქვა მალხაზ ჯანელიძემ გათავისუფლების შემდეგ, რომელიც ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფიზიკური ზეწოლის ფაქტზე „ცხელი ხაზით" მიმდინარეობს მოკვლევა. ჯანელიძეს ჩაუტარდება ექსპერტიზა და ჟენევის დისკუსიაზეც განიხილავენ მის საკითხს.

ჯანელიძე 1 დეკემბერს დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S