
მკვლელობის მცდელობისთვის 18 წლის პირი დააკავეს
03/12/2021 18:36:14 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 18 წლის კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა 3 დეკემბერს სოფელ ყარაჯალაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელს – 1988 წელს დაბადებულ პირს გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.