აზერბაიჯანმა სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა

04-12-2021 22:50:41 კავკასია

აზერბაიჯანმა სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა. იუწყებიან აზერბაიჯანული და სომხური მედიები.

არსებული ცნობებით, ეს პირები მიმდინარე წლის 16 ნოემბერს აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის მომხდარი სასაზღვრო დაპირისპირებისას დააკავეს, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საპასუხოდ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს დანაღმული ველების შესახებ რუკების ნაწილი გადასცა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შუამავლობა რუსეთის ფედეაციამ გასწია.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე მხარეებს შორის მსგავსი შეთანხმება საქართველოს და აშშ–ის ჩართულობით მხდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები