ფინანსთა მინისტრი განმარტავს, როგორ დაიბეგრება ონლაინ სათამაშო ბიზნესი

06-12-2021 13:53:45 ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რას ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესთან მიმართებით ახალი რეგულაციების შემოტანა.

მისი თქმით, იგეგმება, რომ ონლაინ სათამაშო ბიზნესი დაიბეგროს არა განაწილებული მოგების გადასახადით, არამედ მოხდეს ე.წ GGR-ის დაბეგვრა 10%-ით.

"ეს არის ე.წ. GGR–ის დაბეგვრა. შინაარსობრივად ეს არის მიღებულ ფსონსა და გაცემულ მოგებას შორის ყოველთვიურად გაანგარიშებული ე..წ ჯიჯიარის დაბეგვრა. მაგალითისთვის, თუ კონრეტულ სათამაშოს ობიექტს მთლიანი შემოსავალი თვის განმავლობაში 100 ლარი ჰქონდა და ამ 100 ლარის შემოსავლიდან მან გასცა დაახლოებით 30 ლარის მოგება, გამოდის, რომ 70 ლარი არის ე.წ. სხვაობა. შესაბამისად, 70 ლარის 10%-ს, ანუ 7 ლარს გადაიხდის კონკრეტული თვის მომდევნო თვეში ბიუჯეტში კონკრეტული ოპერატორი. ეს 10%-იანი განაკვეთი არ არის უმაღლესი, რომელიც ბევრ ქვეყანაში გვხვდება. არის ქვეყნების გარკვეული რაოდენობა, სადაც 10%-ზე მაღალი არის ეს განაკვეთი. შესაბამისად, ამ მიმართულებით არ მგონია, ისეთი ნორმა შემოდის, რომ კომპანიები ამ ტვირთს ვერ აიღებენ“,-განაცხადა ხუციშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები