
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყველა მკვიდრი რუსეთის მოქალაქის პასპორტს მიიღებს
06/12/2021 10:28:55 კონფლიქტები
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ დენის პუშილინის განცხადებით, რუსული მხარდაჭერით მოსარგებლე სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ამ უკრაინული ტერიტორიის ყველა მცხოვრები რუსეთის მოქალაქის პასპორტს მიიღებს.
როგორც პუშილინმა მოსკოვში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ დროისთვის რუსული პასპორტი 350 000-ზე მეტ ადგილობრივს გააჩნია.
თავად პუშილინმა რუსეთის მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" ყრილობაზე მისი ლიდერის - ექს-პრემიერ დიმიტრი მედვედევისგან პარტიული ბილეთი მიიღო - ისევე, როგორც რუსეთის რიგი რეგიონების ხელმძღვანელებმა.
2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს მოსკოვი ფორმალურად დღემდე უკრაინის ტერიტორიებად მიიჩნევს, განსხვავებით ყირიმისგან, რომლის ანექსიაც იმავე წელს განახორციელა.