იტალია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებს

06-12-2021 20:50:09 ევროპა

იტალიაში, ახალი შეზღუდვების მიხედვით, ვაქცინირებულ და ვირუსისგან ბოლო პერიოდში გამოჯანმრთელებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, რესტორნების, მუზეუმების და კლუბების შიდა სივრცეებით ისარგებლონ.

ორშაბათიდან მწვანე ბარათის წარდგენა აუცილებელი გახდება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ახალი ზომების მიღების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ გასულ თვეში გაკეთდა.

იტალია ვაქცინაციის კუთხით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. იტალიაში მოსახლეობის თითქმის 80-% ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული, ხოლო 15% -ს – ე.წ. ბუსტერ დოზა.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვებისა და გარკვეული ჯგუფების სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ გასული კვირის ბოლოს საპროტესტო აქციები გაიმართა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები