აშშ-მა პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა

07-12-2021 00:03:32 მსოფლიო

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ საკის ცნობით, აშშ-მა დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სპორტსმენები ოლიმპიადის ასპარეზობებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სინძიანში განხორციელებული გენოციდისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევის გამო, ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაგზავნის დიპლომატიურ თუ ოფიციალურ დელეგაციებს ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადასა და 2022 წლის პარალიმპიადაზე“, - განაცხადა თეთრის სახლის პრესმდივანმა.

2022 წლის ზამთრის პეკინში მომავალი წლის 4-22 თებერვალში ჩატარდება.

აშშ-მა სრული ბოიკოტი უკანასკნელად 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს გამოუცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები