Accentnews.ge
საჯარო რეესტრმა "ალტ-ინფოს" პარტია დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა "ალტ-ინფოს" პარტია დაარეგისტრირა

07/12/2021 10:06:43 პოლიტიკა

საჯარო რეესტრმა პრორუსული ჯგუფის "ალტ-ინფოს" პარტია დაარეგისტრირა. პარტიას "კონსერვატიული მოძრაობა" ქვია.

რეესტრის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ გადაწყვეტილება დღეს, 7 დეკემბერს არის მიღებული.

რამდენიმე დღით ადრე რეესტრმა "ალტ-ინფოს" დოკუმენტები დაახარვეზა და რეგისტრაციაზე უარი ამ მიზეზით უთხრა, ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი 10-დღიანი ვადა მისცა.

"კონსერვატიული მოძრაობის" დამფუძნებლები - კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები არიან. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი - გიორგი ქარდავა.

იხილეთ ასევე: უდიდესი ტყუილი “ალტ-ინფოს” ტყუილთა შორის და რა რეალური ზრახვები აქვს პუტინის რუსეთს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S