
სააკაშვილი: "ინსპექტორის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ, 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტი"
07/12/2021 11:08:32 პოლიტიკა, სამართალი
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებას მიესალმება. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ, 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი.
"მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი — სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს", – აცხადებს სააკაშვილი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა.