წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

08-12-2021 09:57:34 ეკონომიკა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96 150 065 ბოთლი ღვინო, რაც 14%–ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, ამასთან, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს,–უწყება ღვინის ეროვნული სააგენტოდან.

ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე ოთხი პროცენტით მეტია.

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:

  • პოლონეთი – 29% (5908393),
  • ჩინეთი – 26% (5469450),
  • აშშ – 12% (971714),
  • გერმანია – 13% (751810),
  • ლატვია – 10% (1634827),
  • ლიეტუვა – 44% (960928),
  • იაპონია – 12% (189844),
  • დიდი ბრიტანეთი – 76% (702640).

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 91% (317692), შვედეთი – 97% (119494), ჩეხეთი – 259% (141432), საფრანგეთი – 6% (84028), ისრაელი – 62% (422839), ყაზახეთი – 38% (3775978), აზერბაიჯანი – 21% (209987), თურქეთი – 209% (93330), უკრაინა – 11% (11667525), რუსეთი – 6% (55867692), მონღოლეთი – 174% (402810), ბელარუსი – 26% (4454009) და ა.შ.

"საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 70,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდამ კი 17 პროცენტი. ექსპორტირებულია 760,3 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 42 პროცენტი შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,9 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42% შეადგინა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 356,3 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 12 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები