რუსულ ბანკებს რუბლის რეკორდული დეფიციტი შეექმნათ

08-12-2021 13:36:46 მსოფლიო

რიგი რუსული ბანკები რუბლის ლიკვიდურობის პრობლემას განიცდიან და რეკორდული მოცულობით იღებენ რუსეთის ცენტრალური ბანკისგან ძვირ კრედიტებს, - იუწყება "Financial times".

მისივე მონაცემებით, მოთხოვნა რეგულატორის ფულზე არასაბაზრო აქტივების ჩადებით უკვე 1,051 ტრილიონ რუბლს აღწევს, რაც მაქსიმალური ოდენობაა ოპერაციების წარმოების ოთხივე წლის განმავლობაში.

ეს კრედიტები ბანკებს 8,5%-ად ეძლევათ, ხოლო თუ მათი ხანგრძლივობა ერთ დღეს აჭარბებს - წლიურ 9,25%-ად.

მოთხოვნა ამ ინსტრუმენტზე, რომელიც ადრე პოპულარობით არ სარგებლობდა, ოქტომბრის დასაწყისიდან სისტემურად იზრდება, რაც რიგი ბანკების ლიკვიდური პოზიციის გაუარესებაზე მიუთითებს, - ნათქვამია ამასთან დაკავშირებით "როსბანკის" ანალიტიკურ მოხსენებაში.

ანალიტიკოსები წლის ბოლოსთვის ცალკეული საბანკო მოთამაშეების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ. ამასთანავე, მათი შეფასებით, მთლიანობაში ქვეყნის საბანკო სისტემაში რუბლის საკმარისი ლიკვიდურობა შეინიშნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები