11 წლის განმავლობაში პირველად, მერკელმა მსოფლიოს გავლენიან ქალთა Forbes-ის რეიტინგში ლიდერობა დათმო

08-12-2021 13:48:26 ევროპა

გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა 11 წლის განმავლობაში პირველად, მსოფლიოს 100 გავლენიანი ქალის Forbes-ის რეიტინგში ლიდერობა დათმო. მეტიც, წელს იგი რეიტინგში საერთოდ არ ჩართეს.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა კორპორაცია Amazon-ის ხელმძღვანელ ჯეფ ბეზოსის ექს-მეუღლე, ამერიკელი ფილანტროპი მაკკენზი სკოტი, რომლის შენატანმა ქველმოქმედებაში 8,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

მეორე პოზიციაზეა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც ამ თანამდებობაზე პირველ ქალად და პირველ აფროამერიკელად იქცა.

მესამე ადგილზე გავიდა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი, რომელიც 2019 წლამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობდა და ორივე ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იყო.

გარდა ამისა, ასეულში არიან რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ელვირა ნაბიულინა (57-ე პოზიცია), ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლიაიენი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, მომღერლები ბიონსე და ტეილორ სვიფთი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები