ლატვიაში დეპუტატებს ვაქცინაციაზე უარის გამო ხმის უფლება დროებით შეუჩერეს

08-12-2021 14:13:24 მსოფლიო

სამ ლატვიელ დეპუტატს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციაზე უარის გამო ხმის უფლება დროებით შეუჩერეს.

რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ აცრილ ან კოვიდგადატანილ დეპუტატებს. ხოლო პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც ვაქცინაცია ექიმმა აუკრძალა, სეიმის შენობაში შესვლამდე კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ. დეპუტეტბს, ვინც არ დაემორჩილება წესებს, ანაზღაურება შეუჩერდება.

ლატვიაში ამჟამად დეპუტატების 97%–ია აცრილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები