გერმანიას ახალი კანცლერი ჰყავს

08-12-2021 14:24:01 ევროპა

გერმანიის ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცი 395 ხმით გერმანიის ახალ კანცლერად აირჩია.

ოლაფ შოლცი სამი პარტიისგან დაკომპლექტებულ კოალიციას გაუძღვება და ჩაანაცვლებს ანგელა მერკელს, რომელიც 16 წლის განმავლობაში იკავებდა გერმანიის კანცლერის პოზიციას. მანამდე შოლცი ვიცე-კანცლერი გახლდათ.

ახალი კანცლერის "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" გამარჯვება სექტემბრის ბოლოს იზეიმა. არჩევნების შემდეგ "სოციალ-დემოკრატების პარტია" "მწვანეებთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად კოალიციის შექმნაზე მუშაობდა. შეთანხმებას მხარეებმა ხელი სამშაბათს მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ ახალ პარლამენტში შოლცის კოალიციას უმრავლესობა აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები