ინალ არძინბა: "ყველაფერი, რაც საქართველოს უკავშირდება, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ»

08-12-2021 16:49:08 კონფლიქტები

აფხაზური დე ფაქტო საგარეო უწყება არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლის მიზნით სპეციალურ სტრუქტურას აყალიბებს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელევზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ახლადდანიშნულმა დე ფაქტო მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.

«ყველაფერი, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. 6-7 ადამიანი ჩემს უწყებაში სსტემატიურად იმუშავებს ამ მიმართულებით და მათი სამუშაო აფხაზეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება სტრუქტურირებული. ჩვენ გავაანალიზებთ დოკუმენტებსა და მონაცემებს ამ ორგანიზაციების დაფინანსებასთან, მის მიზნებთან და დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით», – დასძინა მან.

ცნობისთვის: გასულ კვირას ინალ არძინბა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მან მკაცრად მოსთხოვა შეკრებილთ, ნებისმიერი აქტივობა, განსაკუთრებით ქართულ მხარესთან კონტაქტები ჯერ მის უწყებასთან შეათანხმონ.

ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელად 17 ნოემბერს დაინიშნა. კრემლის ეს ახალგაზრდა "კადრი" უკრაინას, საქართველოსგან განსხვავებით, საერთაშორისო ძებნაში ჰყავს გამოცხადებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები