ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: "არ ვაპირებ თანამდებობიდან გადადგომას"

08-12-2021 18:34:19 ეკონომიკა

"არ ვაპირებ გადადგომას", - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ "ლელოს" წევრი დეპუტატის ბადრი ჯაფარიძის შესაბამის კითხვას.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ იმ ძირითად ამოცანებს, რაც ეროვნულ ბანკს ევალება, და ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მან გვენეტაძეს ჰკითხა თუ როდის აპირებდა ამ ნაბიჯის გადადგმას.

გვენეტაძემ კი ჯაფარიძეს უპასუხა, რომ იგი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს:

"თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით, განგიმარტავთ, რომ არ ვაპირებ გადადგომას".

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები