პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი ბრიტანეთმაც გამოუცხადა

08-12-2021 19:22:13 მსოფლიო

აშშ–ისა და ავსტრალიის შემდეგ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი ბრიტანეთმაც გამოუცხადა. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ოლიმპიადას არ დაესწრებიან არც მთავრობის წევრები და არც ოფიციალური პირები. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება სპორტული ბოიკოტის მომხრე არაა, რადგან ეს "აზრს მოკლებულია".

ჩინეთის ხელისუფლება აშშ-სა და ავსტრალიის მთავრობებს სპორტში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაში სდებენ ბრალს და ირწმუნება, რომ ბოიკოტი რეალურად სიცრუესა და ჭორებზეა დაფუძნებული. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა შესაძლო კონტრ-ზომების მიღებაზეც გააკეთა განცხადება.

პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები მომავალ წელს 4-20 თებერვალს გაიმართება. პარალიმპიური თამაშები - 4-13 მარტს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები