სომხეთმა "3+3" ფორმატში შესაძლო ჩართვის შესახებ განაცხადა

08-12-2021 21:56:41 კავკასია

სომხეთის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში რეგიონული თანამშრომლობის «3+3» ფორმატის წინასწარ სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

«უახლოეს დღეებში, თუ არ ვცდები, 10 დეკემბერს გაიმართება «3+3» თუ «3+2» ფორმატის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით და მასზე სომხეთიც იქნება წარმოდგენილი. ამ სხდომაზე განხილული იქნება სამომავლო ქმედებები და გაგრძელება დამოკიდებული იქნება ამ განხილვის შედეგებზე», - აღნიშნა მან.

ფორმატ «3+2»-ზე საუბრისას ფაშინიანი სავარაუდოდ, გულისხობდა სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთს, თურქეთსა და ირანს, ვინაიდან საქართველოს წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს უარი, რუსეთის ფაქტორის გამო ამ ფორმატში ჩაერთონ.

ფაშინიანმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სომხური მხარე შეიძლება, დაინტერესებული იყოს «3+3» ფორმატით, თუ გამოიკვეთება, რომ მის ფარგლებში არ იქნება განხილული საკითხები, რომლებსაც ერევანი სხვა ფორმატებში განიხილავს".

მისივე თქმით, სომხეთმა უკვე განიხილა ეს საკითხი რუს პარტნიორებთან და ისინი ამ თვალსაზრისს იზიარებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები