ზელენსკი ზურაბიშვილს მადლობას უხდის : "ჩვენ სანდო პარტნიორებით უფრო ძლიერები ვართ"

08-12-2021 22:48:01 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის სოლიდარობისა და მხარდასაჭერად გაკეთებული მტკიცე განცხადებისთვის. ჩვენ სანდო პარტნიორებით უფრო ძლიერები ვართ. ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის, რომლებიც ასოცირებულ სამეულში შედიან, ევროკავშირის მომავალი უცვლელია. ჩვენ ერთობლივად ვემზადებით ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის“,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები