ბაიდენმა უკრაინის დასაცავად ამერიკული ჯარის გაგზავნა გამორიცხა

08-12-2021 22:54:42 მსოფლიო

რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინის დასაცავად ამერიკული ჯარის გაგზავნის შესაძლებლობა არ განიხილება, რადგან ეს ქვეყანა ნატო-ს წევრი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა.

«იდეა იმისა, რომ აშშ ცალმხრივად გამოიყენებს ძალას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაკავებლად, ამჟამად არ განიხილება. ჩვენ გაგვაჩნია მორალური და იურიდიული ვალდებულებები ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეების წინაშე, რომელიც ალიანსის წესდების მე-5 მუხლს უკავშირდება, მაგრამ ეს ვალდებულებები არ ვრცელდება უკრაინაზე" - განაცხადა ბაიდენმა.

ამავდროულად, პრეზიდენტის თქმით, მან "მკაფიოდ მონიშნა აშშ-ის მზადყოფნა, უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები უზრუნველჰყოს", მათ შორის, 7 დეკემბერს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს მკაფიოდ გააგებინა, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას წამოიწყებს, იგი იმგვარ ეკონომიკურ შედეგებს წააწყდება, როგორიც ამ დრომდე არ ყოფილა.

"დარწმუნებული ვარ, პუტინმა ჩემი გზავნილი აღიქვა" - დასძინა ბაიდენმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები