Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო პროცესი ყოფილი პრეზიდენტის გარეშე მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო პროცესი ყოფილი პრეზიდენტის გარეშე მიმდინარეობს

09/12/2021 08:43:47 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

მან გუშინ განაცხადა, რომ თავს სუსტად გრძნობს და სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებს.

დღევანდელ პროცესზე მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S