
დღეს კადეტთა ლიცეუმის არსებობის ისტორიაში პირველად, საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე
09/12/2021 13:43:50 თავდაცვა, რეკლამა
დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის არსებობის ისტორიაში პირველად, საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ლიცეუმის პირადი შემადგენლობა ესწრებოდნენ.
ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა სიტყვით მიმართა პირად შემადგენლობას და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ტრადიციად დამკვიდრდება.
„განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღეა ლიცეუმში. დღეს ჩვენ, ერთად ჩავუყარეთ საფუძველი ლამაზ ტრადიციას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მინდა ბედნიერი 2022 წელი, ჯანმრთელობა და წარმატებები გისურვოთ“, - აცხადებს ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი.
საღამოზე კადეტებმა წარმოადგინეს მუსიკალური და მხატვრული ნომრები. ღონისძიება კადეტთა ნახატების გამოფენით, ფოიერვერკებითა და სიმღერებით დასრულდა.
საახალწლო განწყობის შესაქმნელად ლიცეუმის სკვერი განათებებითა და საახალწლო აქსესუარებითაა მორთული.