Accentnews.ge
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერიკა ოლსონს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერიკა ოლსონს შეხვდა

10/12/2021 09:26:10 პოლიტიკა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპის და ევრაზიულ საკითხებში ერიკა ოლსონს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა სტარეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებულ საკითხებზე ისაუბრეს:

"ერიკა ოლსონი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართველი დეპუტატების ხედვით დაინტერესდა. შეხვედრაზე „3+3“ ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაბრეს, რომელიც 10 დეკემბერს მოსკოვში უნდა გაიმართოს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მკაფიოდ განუმარტეს საქართველოს პოზიცია, თუ რატომ არის საქართველო წინააღმდეგი და რატომ არ მონაწილეობს ამ ფორმატში".

მხარეებმა ისაუბრეს სასამართლო რეფორმაზე. ეს ერთ-ერთი საკითხია, რის მიმართაც შეერთებული შტატებს კრიტიკული პოლიზცია აქვს.

„ქართველმა დეპუტატებმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი მიესალმებიან სასამართლო რეფორმის შემდგომ განხორციელებას და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, როგორც აღინიშნა, შემდგომ რეფორმას სჭირდება ანალიზი იმისა, თუ რა გაკეთდა და რა საჭიროებები შეიძლება გამოიკვეთოს კიდევ, რათა მიღებული იქნას ახალი კანონმდებლობა და ის იყოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ხაზი გაესვა პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას და „როგორც აღინიშნა, ეს შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტში, პოლიტიკური პარტიების ურთიერთთანამშრომლობით, საგნობრივი მსჯელობებით და დისკუსიებით“.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გეგმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში, კარა მაკდონალდმა. პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

9 დეკემბერს "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს თბილისის მერს კახა კალაძეს, მედიის წარმომადგენლებმა ერიკა ოლსონის განცხადების კომენტირება სთხოვეს. კახა კალაძემ ოლსონის თანამდებობის დაზუსტება ითხოვა და შემდეგ განაცხადა:

„რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?" - თქვა კალაძემ და დაამატა, რომ არ იცის ვის შეხვდა ეს ადამიანი და რა განცხადებებს აკეთებს. დღეს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და მისი პრობლემა იყო, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ერიკა ოლსონის თანამდებობა არ იცოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S