
მედია – ევროკავშირის წევრი ქვეყნები შენგენის ზონაში ხორვატიის მიღებაზე შეთანხმდნენ
10/12/2021 12:17:48 მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნები შენგენის ზონაში ხორვატიის მიღებაზე შეთანხმდნენ, – იუწყება Reuters.
თავისუფალ საპასპორტო ზონაში ხორვატიის შესვლის საკითხი მიგრაციის გამო დიდი ხანია, პოლიტიკურ დღის წესრიგშია. გამოცეემის ცნობით, ზაგრებმა დაუდასტურა ევროკავშირს, რომ შეუძლია, შეაჩეროს უსაბუთო მიგრანტების შესვლა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.
შენგენის ზონას ამჟამად 26 წევრი ჰყავს, მათ შორის არიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები – შვეიცარია და ნორვეგია.