
აზერბაიჯანის ტყვეობიდან გამოხსნილ სამხედროებს სომხეთში ბრალი წარუდგინეს
10/12/2021 12:41:04 კავკასია
ახლახანს აზერბაიჯანის ტყვეობიდან 4 დეკემბერს გამოხსნილ 10–დან ხუთ სამხედროს სომხეთში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს. მათ მოვალეობის ან სამხედრო სამსახურის წესების დარღვევას ედავებიან, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ამის შესახებ რადიო Азатутюн სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრეს–მდივანზე – ვარდან ტადევოსიანზე დაყრდნობით იუწყება.
არსებული ინფორმაციით, უწყებამ სასამართლოს ბრალდებულების დაკავების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა როგორც ერთ–ერთი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მანამდე სომხეთის პარლამენტის სპიკერი მისთვის მალულად გადაღებულ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ამბობდა, რომ „სამხედროებმა დაყარეს იარაღი, გაიქცნენ და გზაკვალი აერიათ, შედეგად კი ტყვეობაში აღმოჩნდნენ“.
აღნიშნულს ტყვეობაში მყოფებისა და უგზოუკვლოდ დაკარგულების მშობლების საპროტესტო აქცია მოჰყვა. ისინი აღაშფოთა იმ გარემოებამ, რომ სპიკერმა მათი შვილები სასამართლოს გარეშე გაოაცხადა დეზერტირებად.
პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ახლახანს განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მნინლოვანია, ტყვედჩავარდნის თითოეული შემთხვევის გარემოებები გაირკვეს.
„დადგა დრო, ტყვედჩავადნის თითოეული ფაქტი მოვიკვლიოთ, რადგან, მაპატიეთ, მაგრამ სომხეთის შეიარაღბული ძალების თითოეულ სახეს აქვს ვალდებულებები და უნდა დაიკითხონ, რამდენადაც, შესაძლოა, ჩვენ ემოციის ფონზე დავუშვით შეცდომები. უნდა წარიმართოს გაოძიება“.