Accentnews.ge
„ფეხებს დაგიხვრეტთო“ – ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი სამშენებლო ობიექტზე იარაღით მივიდა [ვიდეო]

„ფეხებს დაგიხვრეტთო“ – ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი სამშენებლო ობიექტზე იარაღით მივიდა [ვიდეო]

10/12/2021 13:50:52 სამართალი, რეგიონები

ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადილეს ბესიკ ცეცხლაძეს იარაღით თავდასხმაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენი ყვება, რომ ცეცხლაძესთან მისი დაპირისპირება დაახლოებით ორი წლის წინ დაწყო. მაშინ ცეცხლაძე მას კუთვნილი ფართის მინიმალურ ფასად გადაცემას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

ფარტენაძის თქმით, ამის შემდეგ მისი კუთვნილი ობიექტები არაერთგზის დაჯარიმდა ცეცხლაძის მიერ, თუმცა თითოეულ შემთხვევაში დავა სასამართოში თავად მოიგო, ხოლო დღეს ცეცხლდაძე სამშენებლო ობიექტზე შეიარაღებული შეიჭრა.

„ვიდექით, ვსაუბრობდით, ამ დროს მანქანით გაიარა [ცეცხლაძემ], დამინახა, მანქანა გააჩერა, გადმოვიდა, ვფიქრობ არაფხიზელ მდგომარეობაში და პირველი სიტყვები იყო, „შენ ასაჩივრებ ყველა ჯარიმასო“, ვუპასუხე, „ვაშავებ რამეს? ვასაჩივრებ და ყველას ვიგებ–მეთქი“. დაიწყო უწმაწური სიტყვებით მომართვა. ამასობაში თანამშრომლები, გამვლელები ჩაერთვნენ, „როგორ იქცევიო“, დაიწყო შეხლა–შემოხლა და ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი“.

მისივე ინფორმაციით, პოლიციამ, რომელიც ადგილზე გაოიძახეს, ცეცხლაძე უბრალოდ გაარიდეს ტერიტორიას.

ირკვევა, რომ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს.

„იარაღი ამოიღო და იმუქრებოდა, „ფეხებს დაგიხვრეტთო“– იხსენებს ერთ–ერთი თვითმხილველი.

თავად ცეცხლაძეს და ზედამხედველობის სამსახურს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S