Accentnews.ge
ლინკევიჩუსი – რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: "მეტი დათმობა არ იქნება"

ლინკევიჩუსი – რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: "მეტი დათმობა არ იქნება"

11/12/2021 12:05:24 პოლიტიკა

"მეტი დათმობა არ იქნება", – ასე ეხმიანება ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, ნატო–მ უნდა გაუქმოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან.

"2008 წლის ბუქარესტის ნატოს საიტზე ჩვენ დავმარცხდით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, მიენიჭებინათ MAP უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. პროვოცირება პირიქით მოხდა - [მაპის არ მინიჭებით] რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. მეტი დათმობა არ იქნება". - წერს ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე.

იხილეთ ასევე: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებაზე რუსეთის განცხადება მიუღებელია".

რას პასუხობს სტოლტენბერგი რუსეთის მოთხოვნას, გაუქმდეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S