Accentnews.ge
G7: "უკრაინაზე თავდასხმას რუსეთისთვის მძიმე ფასი მოჰყვება"

G7: "უკრაინაზე თავდასხმას რუსეთისთვის მძიმე ფასი მოჰყვება"

12/12/2021 14:56:14 ევროპა

"დიდი შვიდეული" რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაზე თავდასხმას რუსეთისთვის დიდი შედეგები და მძიმე ფასი მოჰყვება. ამის შესახებ შვიდეულის იმ განცხადების პირველად ვერსიაშია საუბარი, რომელიც "როიტერსმა" მოიპოვა.

შვიდეულის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ინგლისის ქალაქ ლივერპულში დღეს შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ შეხვედრის მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზების დაგმობაა.

„რუსეთს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, რომ მომავლის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგებისა და მძიმე ხარჯების მომტანი იქნება.

ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისა და დიპლომატიური გზების არჩევისკენ მოვუწოდებთ. რუსეთმა უნდა უერთგულოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის სამხედრო ქმედებების გამჭვირვალობის შესახებ მიცემულ პირობას.

ჩვენ ხელახლა ვადასტურებთ ნორმანდიის ფორმატში საფრანგეთისა და გერმანიის ძალისხმევისადმი მხარდაჭერას. ამ ფორმატის მიზანი მინსკის შეთანხმების სრულად განხორციელების მიღწევა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის გადაჭრაა", - წერია "დიდი შვიდეულის" (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა და აშშ) განცხადების პირველად ვერსიაში.

გარდა წვრი ქვეყნებისამ შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენელიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S