
სისხლიანი გარჩება აჭარაში, დაჭრილია სამი პირი
12/12/2021 20:29:51 სამართალი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში სამი ადამიანი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება ციტრუსის ჩაბარების დროს მომხდარ კინფლიქტს მოჰყვა.
დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მათ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები გულ-მკერდისა და კიდურების არეში აღენიშნებათ.