
ნოემბერში უაქციზო სიგარეტის რეალიზაციისთვის პასუხისგებაში 26 პირი მისცეს
13/12/2021 07:03:33 სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინეს პასუხისგებაში კი 26 პირი მისცეს.
"გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 89 033 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 400 000 ლარს აღემატება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.