
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
13/12/2021 10:36:31 სამართალი
ხობში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და დისტრიბუციის მანქანები შეეჯახა. მომხდარის შედეგად დისტრიბუციის მანქანის მძღოლი დაიღუპა.
ადგილზე პოლიცია მუშაობს.