Accentnews.ge
„ტაიმმა“ ილონ მასკი წლის ადამიანად დაასახელა

„ტაიმმა“ ილონ მასკი წლის ადამიანად დაასახელა

13/12/2021 17:41:25 ეს საინტერესოა

კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ჟურნალ „ტაიმმა“ წლის ადამიანად დაასახელა.

ჟურნალის თანახმად, ნომინაცია „წლის ადამიანი“ - გავლენის მაჩვენებელია და ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელმაც მასკზე უფრო მეტი გავლენა მოახდინა დედამიწაზე და შესაძლოა მის ფარგლეთ არსებულ სიცოცხლეზე.

„2021 წელს ილონა მასკი არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა, არამედ ეს არის ადამიანი, რომელიც ესწრაფვის გადაარჩინოს პლანეტა და დაეხმაროს სხვა პლანეტების შესაძლო ათვისებას: ხუმარა, გენიოსი, პროვოკატორი, ნათელმხილველი, მეწარმე, შოუმენი, თავზეხელაღებული ჰიბრიდი ედისონის, ბარნუმის, ენდრიუ კარნეგის და დოქტორი მანჰეტენის“, - აღნიშნავს ჟურნალი „ტაიმი“.

ჟურნალი „ტაიმი“ 1927 წლიდან ადგენს წლის ადამიანს, რომელიც შეიძლება იყო პიროვნება ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც მსოფლიო მოვლენებზე წინა წელს მნიშვნელოვანი დადებითი ან ნეგატიური გავლენა მოახდინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S