Accentnews.ge
შარლ მიშელი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდება

შარლ მიშელი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდება

13/12/2021 17:51:37 კავკასია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი 14 დეკემბერს, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის წინა დღით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ჯერ ცალ-ცალკე, შემდეგ კი ერთად შეხვდება.

მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს და განიხილა რეგიონში შექმნილი ვითარება და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებში იქნებიან ასევე ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, რომლებიც ევროკავშირის ინიციატივით, კონფლიქტის პრევენციის მიზნით, პირდაპირი ხაზის ამოქმედებას დათანხმდნენ.

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში 15 დეკემბერს გაიმართება.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა 2009 წელს დამტკიცდა ევროკავშირთან აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის - ისევე როგორც ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის - დაახლოების მიზნით, მაგრამ მომავალი წევრობის მკაფიო შეთავაზების გარეშე.

2021 წლის მაისში საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალისხმევის გასაერთიანებლად „ასოცირებული ტრიო“ დააფუძნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S