Accentnews.ge
"მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს ენერგო დამოუკიდებლობას"

"მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს ენერგო დამოუკიდებლობას"

14/12/2021 08:37:39 პოლიტიკა

აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოებაა.

როგორც მან სამხრეთ კავკასიის თავისუფალი ენერგეტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს ენერგო დამოუკიდებლობას".

ელჩმა დეგნანმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციების გზით გააგრძელონ მუშაობა ენერგეტიკის გამჭვირვალე და თანმიმდევრულ ეროვნულ სტრატეგიაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება სათბურის გაზების ემისიით დაბინძურების შემცირებაზე და ნულიდან გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის ბაზრის აშენება ქებას იმსახურებს, მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ენერგო დამოუკიდებლობას. ეს შეიძლება, გაკეთდეს ადგილობრივ ბაზრებზე მორგებული წამახალისებელი სქემით და განახლებადი ენერგიის ახალი გენერირებით, რაც ამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტზე და იცავს ქვეყანას მავნე აქტორებისგან, რომლებიც იყენებენ ენერგიასა და გაზს, როგორც გეოპოლიტიკურ იარაღს", – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S