
ზუგდიდის ცენტრში ავტომანქანა აფთიაქში შევარდა
15/12/2021 07:45:37 სამართალი
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში ავტომანქანა შევარდა.
თვითმხილველის თქმით, ავტომანქანის მძღოლი მანქანის დაყენებას ცდილობდა, რა დროსაც ის ცუდად გახდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მძღოლი 112-ის ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
ფოტო: "ლაივპრესი".