
ვაზიანში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
15/12/2021 08:35:27 სამართალი
ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კაცმა ცოლს და სიდედრს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.