Accentnews.ge
"ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც"

"ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც"

15/12/2021 10:12:36 სამართალი

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხვალ სასამართლოში ბოლო პროცესი გაიმართება. მისი თქმით, ისიც და პარტიის წევრი ბადრი ჯაფარიძეც ამაყობენ იმით, რაც 2008 წელს გააკეთეს და ახლაც ზუსტად იგივეს გააკეთებდნენ.

ხაზარაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ასეთი მეთოდებით მათ შეშინებას და შეჩერებას ვერ შეძლებს.

"ხვალ 3 წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა! ფულის გათეთრება არ ყოფილა. ფულის მითვისება არ ყოფილა. საქმეს არ ყავს დაზარალებული და მომჩივანი. საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული (იხ. საერთაშორისო დასკვნები). პროკურატურის ბრალდების შემდეგ, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა სპეციალური გამოძიების ჩატარების შედეგად 2019 წლის 24 ივნისს 98% ხმათა რაოდენობით მე და ბადრი თავიდან აგვირჩიეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და მოადგილედ. დღესაც ვამაყობთ რაც 2008 წელს გავაკეთეთ. გადავარჩინეთ საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემა ჩამოშლას ჩვენი პირადი ინტერესის ხარჯზე, გადავარჩინეთ მეანაბრეები თანხის დაკარგვას, ათასობით "თიბისელი" სამსახურიდან განთავისუფლებას. ეხლაც ზუსტად იგივეს გავაკეთებდით. ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც", – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S