Accentnews.ge
მალტამ შესაძლოა, კანაფი პირადი მოხმარებისთვის ევროკავშირში პირველმა დაუშვას

მალტამ შესაძლოა, კანაფი პირადი მოხმარებისთვის ევროკავშირში პირველმა დაუშვას

15/12/2021 17:28:29 ევროპა

მალტის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სარეკრეაციო მიზნით კანაფის მოყვანასა და პირად მოხმარებას აკანონებს. ინიციატივას 36-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა, - იუწყება Reuters.

ახლა, თუ პრეზიენტი ჯორჯ ველლა კანონს ხელს მოაწერს, მალტა ევროკავშირის პირველ ქვეყნად იქცევა, რომელშიც პირადი მიზნით კანაფის როგორც მოყვანა, ისე მოხმარება იქნება ლეგალიზებული.

თუმცა კანონით რიგი შეზღუდვებიცაა გათვალისწინებული. კერძოდ, თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს უფლება ექნება, შინ იქონიოს 7 გრ-მდე კანაფი და დათესილი ჰქონდეს მცენარის არაუმეტეს 4 ძირისა. ამასთანავე, შესაძლებელი იქნება არაკომერციული ორგანიზაციების დაფუძნება არაუმეტეს 500 თანამშრომლით, რომლებიც კანაფის პირადი მიზნით მოყვანას შეძლებენ. საზოგადოებრივ ადგილებში მარიხუანის მოხმარება კვლავინდებურად არალეგალურად ითვლება და ისჯება 235 ევრომდე ჯარიმით, ხოლო არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარება - 300-დან 500 ევრომდე ჯარიმით.

დღემდე კანაფის მოყვანა-მოხმარებისთვის გასამართლებულ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ, შესაბამის ორგანოებს ნასამართლევობის გაუქმების მოთხოვნით განაცხადით მიმართონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S