
აფხაზეთის ტყვარჩელის რაიონში კარანტინი გამოცხადდა
15/12/2021 17:35:35 კონფლიქტები
კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ოკუპირებული აფხაზეთის ტყვარჩელის რაიონში კარანტინი გამოცხადდა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, 20 დეკემბრამდე რაიონში მაღაზიების, აფთიაქებისა და პურსაცხობების გარდა, არც ერთი დაწესებულა არ იმუშავებს.
ცნობისთვის: ბოლო 5 დღის განმავლობაში აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების 120-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილები აღარ არის.
ეპიდვითარების სიმძიმის მიუხედავად, დღეს, 15 დეკემბერს ოკუპირებული რეგიონი დატოვა რუსეთის მობილურმა ჰოსპიტალმაც.
Как сообщалось ранее, в Абхазии завершил работу военный госпиталь Минобороны России, который брал на себя часть нагрузки по лечению больных.