Accentnews.ge
ფაშინიანმა და ალიევმა რკინიგზის ამოქმედების შესახებ შეთანხმებისადმი ერთგულება დაადასტურეს

ფაშინიანმა და ალიევმა რკინიგზის ამოქმედების შესახებ შეთანხმებისადმი ერთგულება დაადასტურეს

15/12/2021 17:38:42 კავკასია

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა დაადასტურეს ერთგულება შეთანხმებისადმი, რომელიც რკინიგზის ამოქმედებას ითვალისწინებს.

«რკინიგზა იმუშავებს საერთაშორისოდ აღიარებული სასაზღვრო და საბაჟო წესებით, ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისიქციის ქვეშ. სომხეთს რკინიგზით წვდომა ექნება ირანთან და რუსეთის ფედერაციასთან», – ნათქვამია სომხეთის მთავრობის პრეს-რელიზში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებმა რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

«მხარეები შეეხნენ ასევე შესაძლო ნაბიჯებს, მიმართულს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასა და ორმხრივ ნდობაზე. მხარეები კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ», – ნათქვამია სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანული სააგენტო Trend-ის ცნობით კი, მხარეები შეთანხმდნენ დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე იმუშავებს.

ცნობისთვის: სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S