
დაპირისპირება წეროვანში, დაჭრილია სამი პირი
16/12/2021 05:32:22 სამართალი
წეროვანში სროლა იყო.
ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანია დაჭრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა.