Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი – ქართველ სამხედროებზე: "ჩვენ მათ ვალში სამუდამოდ დავრჩებით"

აშშ–ის ელჩი – ქართველ სამხედროებზე: "ჩვენ მათ ვალში სამუდამოდ დავრჩებით"

16/12/2021 09:30:53 პოლიტიკა, თავდაცვა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ "შეერთებული შტატები მუდამ დარჩება ქართველი სამხედროების ვალში".

"წლების განმავლობაში 15 000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა იმსახურა და იბრძოლა შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მოკავშირეების ჯარისკაცებთან ერთად სხვადასხვა ოპერაციებსა და ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა, ზოგიერთმა თავისი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაიღო და ჩვენ მათ ვალში სამუდამოდ დავრჩებით. ზოგი მეომარიც დაჭრილი დაბრუნდა. ჩვენ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას გამოვხატავთ ამ მეომრებისა და მათი ოჯახების მიმართ. 2012 წლიდან აშშ-ის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან, რათა დაეხმაროს მათ ჭრილობების მოშუშებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებით დაბრუნებაში. ჩვენ სიამაყით განვაგრძობთ ამ ძალისხმევას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მჭიდრო პარტნიორთან, საქართველოსთან ერთად", – განაცხადა დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S