Accentnews.ge
აფხაზეთში "ეროვნულ ავიაკომპანიას" - "აფხაზეთის ავიახაზებს" აფუძნებენ

აფხაზეთში "ეროვნულ ავიაკომპანიას" - "აფხაზეთის ავიახაზებს" აფუძნებენ

16/12/2021 21:36:10 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ეკონომიკის "სამინისტროს" ინიციატივას "რესპუბლიკური უნიტარული საწარმო "აფხაზეთის ავიახაზების" დაფუძნების თაობაზე.

"სოხუმის აეროპორტისა და ავიაკავშირის აღდენის პროექტის მთელი სირთულის მიუხედავად, აფხაზური მხარე მოცულობით სამუშაოს აწარმოებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და როსავიაციასთან. სამომავლო მუშაობისთვის აუცილებელია ეროვნული ავიაკომპანიის დაფუძნება, რომელიც რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს" - განაცხადა პროექტის წარდგენისას დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა.

თავის მხრივ, დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა აღნიშნა, რომ ეს პერსპექტივისთვის ძალზე მნიშვნელოვანი სამუშაოა და აქ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს კვალიფიციური კადრების მომზადება წარმოადგენს.

"ჩვენ უკვე ვამზადებთ განაცხადს აფხაზი კადრების რუსეთის შესაბამის სასწავლებლებში მომზადება-გადამზადების თაობაზე" - აცნობა დე ფაქტო პრემიერს ოზგანმა.

"აუცილებელია სამოქალაქო ავიაციის მფრინავების მომზადება. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა სამხედრო მფრინავები, მაგრამ გვჭირდება ახალგაზრდა პილოტები და სამოქალაქო ავიაციის სხვა სპეციალისტები», – განაცხადა საპასუხოდ დე ფაქტო პრემიერმა.

მანამდე დე ფაქტო პრზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიმდინარე წლის ბოლომდე სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროექტის განმახორციელებელ საპროექტო ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმება დააანონსა.

«ჩვენ გარე ძალები გვიშლიან ხელს, ამას უკავშირდებოდა გაჭიანურება. ერთ წელიწადში გვექნება საპროექტო დოკუმენტაცია. აეროპორტი ჩვენს ქვეყანას ახალ სიცოცხლეს შთაბერავს. ეს არის ათასობით სამუშაო ადგილი, საკურორტო სფეროსა და მთლიანად ქვეყნის განვითარების შესაძლებლობა», – აღნიშნა მან და იმედი გამოთქვა, რომ სოხუმის აეროპორტი რეისების მიღებას 2024 წლის იანვრიდან შეძლებს.

16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის გამნაღმველთა ქვედანაყოფმა აეროპორტის ტერიტორიის განაღმვითი სამუშაოები დაასრულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S