Accentnews.ge
აფხაზეთმა რუსეთიდან თავისი "ელჩი" გაიწვია

აფხაზეთმა რუსეთიდან თავისი "ელჩი" გაიწვია

16/12/2021 21:40:11 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთიდან ე.წ. ელჩი იგორ ახბა გაიწვია, - იუწყება მისი პრეს-სამსახური.

დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებაში მიზეზად სხვა თანამდებობაზე გადაყვანაა დასახელებული.

აფხაზური დე ფაქტო საგარეო უწყების ვებ-გვერდზე კი გაჩნდა ინფორმაცია იგორ ახბას "ევრაზიული ინტერაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად" დანიშნვის შესახებ.

ახბა რუსეთში აფხაზეთის "ელჩად" 2008 წლიდან მუშაობდა.

ცნობისთვის: 15 დეკემბერს ცნობილი გახდა რუსეთის მიერ აფხაზეთიდან თავისი "ელჩის" ალექსეი დვინიანინის გაწვევის შესახებ. ვინ დაიკავებს მის ადგილს - ჯერ უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S