
"ვუთხარი, ასე არ იქცევიან-მეთქი“ – ესთონეთის პრემიერი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე სუბრობს
17/12/2021 15:07:33 ევროპა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაი კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უცხოელი, მათ შორის ესტონელი, დიპლომატების მოსმენაზე ესაუბრა.
კალასისა და ღარიბაშვილის შეხვედრა 15 დეკემბერს ბრიუსელში, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დროს შედგა.
როგორც მედია წერს, სამიტზე შეხვედრამ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა, თუმცა Eesti Päevaleht-თან საუბარში კალასმა განაცხადა, რომ იმსჯელეს ძალიან რთულ საკითხებზეც: საქართველოში შეფერხებული რეფორმებისა და შემოდგომაზე გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომ საქართველოში ფარულად აყურადებდნენ უცხოეთის ქვეყნების, მათ შორის ესტონეთის, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.
„ვუთხარი, „გვინდა, მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ, მაგრამ გაგვიადვილეთ ეს, გაატარეთ სასამართლო რეფორმები, შეეცადეთ, გადალახოთ საზოგადოებაში არსებული დაპირიპირება“– განაცხადა კალასმა.
ამასთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ღარიბაშვილისგან მოითხოვა საელჩოზე მიყურადების შესახებ გამოძიების ანგარიში:
„ვუთხარი, „სრულიად მიუღებელია, რომ გვისმენთ. ჩვენ, თქვენი მეგობრები, არაფერ ცუდს არ ვლაპარაკობთ თქვენ ზურგსუკან“. ასე არ იქცევიან-მეთქი“– განაცხადა კალასმა ესტონურ მედიასთან და დასძინა, რომ ღარიბაშვილს კონკრეტული პასუხი არ ქონია, მხოლოდ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდიარეობს.